სახელმწიფო დუმის დეპუტატი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობს - Palitra News

სახელმწიფო დუმის დეპუტატი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობს

2023-01-20 16:59:56+04:00

რუსეთის დუმის დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა. სერგეი გავრილოვის თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.