საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელზეა - Palitra News

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელზეა

2023-01-20 17:00:16+04:00

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელზეა. გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკით, გასულ წელს ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 7 963-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 116%-ით მეტია. ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 8 865 მოქალაქეს აქვს დაწერილი.