საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი კლინიკიდან გაეწერა, „ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში სამი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა - Palitra News

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი კლინიკიდან გაეწერა, „ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში სამი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

2023-01-20 19:42:40+04:00

საზარელი ღამე, ასე ეხმაურებიან საგარეჯოში თვითმხილველები მკვლელობების სერიას, რომელსაც 5 მსხვერპლი და 5 დაშავებული ჰყავს. 48 წლის ნოდარ ათუნაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით საგარეჯოს ცენტრში მეზობლებს და ადგილობრივებს ესროლა, სპეცოპერაციის დაწყებისას კი თავი მოიკლა. საგამოძიებო პროცესები გრძელდება , დაკითხვაზე მთელი დღის განმავლობაში კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლები და ე.წ.ი ოქროს მოწმე, ნოდარ ათუნაშვილის ვაჟი იკითხებიან.