პრეზიდენტი - არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! - ამის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! - Palitra News

პრეზიდენტი - არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! - ამის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!

2023-01-20 20:05:31+04:00

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არა მხოლოდ ფრენების, არამედ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაა აუცილებელი. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა, ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას. გავრილოვის პასუხად კი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება. ასევე ზურაბიშვილი არ იზიარებს არგუმენტს, რომელსაც იმ პოზიციის გასამყარებლად იშველიებენ, თითქოს ფრენების აღდგენა რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურება.