გაერთიანებული სამეფოს პრემიერი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს - Palitra News

გაერთიანებული სამეფოს პრემიერი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს

2023-01-21 12:39:00+04:00

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მორიგ სკანდალში გაეხვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.

მათივე ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამის" "ლაივში" უსაფრთხოების ღვედის გარეშე ჩაერთო. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა, თუმცა ამის მიუხედავად ბრიტანელი პოლიტიკოსები მას მწვავედ აკრიტიკებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.