აღდგება თუ არა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა - რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები? - Palitra News

აღდგება თუ არა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა - რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები?

2023-01-21 15:44:47+04:00

"ქართული ოცნების" აზრით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ მიმართულებით იქნება მიღებული, მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ ოპოზიცია შიშობს რომ ფრენების აღდგენის შემთხვევაში ეს საკითხი რუსეთის მხრიდან ისევ შანტაჟის იარაღი გახდება.