გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში, ბოლო დღეების განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობდა - Palitra News

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში, ბოლო დღეების განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობდა

2023-01-21 15:50:45+04:00

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში, ბოლო დღეების განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობდა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს, უკრაინას, სავარაუდოდ, მცირე მიღწევები ჰქონდა და რუსული კონტრშეტევისგან წარმატებით დაიცვა თავი. მათივე შეფასებით, რუსეთისა და ვაგნერის მარიონეტული ძალები გაერთიანდნენ ქალაქ სოლედარში მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ქალაქი აიღეს.