იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა თებერვალში უკრაინაში ვიზიტს და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვას განიხილავს - Palitra News

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა თებერვალში უკრაინაში ვიზიტს და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვას განიხილავს

2023-01-22 12:06:02+04:00

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა თებერვალში უკრაინაში ვიზიტს და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვას განიხილავს . ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია რამდენიმე სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის “ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს აჩვენოს, რომ აპირებს უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინაში კიშიდას შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.