საგარეჯოში რამდენიმე დღის წინ მოხდარ დანაშაულს ადგილობრივები კიდევ ერთხელ იხსენებენ. იმ კორპუსის მცხოვრებლები, რომელშიც თავდამსხმელი ცხოვრობდა, ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, დანაშაულს წინ რაიმე სახის კონფლიქტი არ უძღოდა. მოსახლეობა ამბობს, რომ წლების განმავლობაში ნოდარ ათუაშვილს მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. საგარეჯოში მოხდარ დანაშაულთან დაკავშირებით კახეთის პოლიციის სამმართველოში მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.