კარლ ბილდტი - მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობაზე ხელისუფლების უარი ნამდვილად სამარცხვინოა - ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ - Palitra News

კარლ ბილდტი - მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობაზე ხელისუფლების უარი ნამდვილად სამარცხვინოა - ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ

2023-01-23 09:03:01+04:00

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს ჩატარდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს რეჟიმის უარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე სამარცხვინოა და დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს