შეიარაღებული პირი, რომელმაც კალიფორნიაში ათი ადამიანი მოკლა, გარდაცვლილია - Palitra News

შეიარაღებული პირი, რომელმაც კალიფორნიაში ათი ადამიანი მოკლა, გარდაცვლილია

2023-01-23 09:10:09+04:00

პოლიციამ დაადასტურა, რომ აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში განხორციელებულ მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილია.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თვითლიკვიდაცია განახორციელა თეთრ ფურგონში, რომელიც სამართალდამცავებს ალყაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ მოქცეული.

ლოს-ანჯელესის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 72 წლის აზიელი წარმოშობის მამაკაცი, ჰუ კან ტრანი იყო.

მისივე განმარტებით, თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.

შეგახსენებთ, აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში, რომელიც ლოს-ანჯელესიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 11 კმ-ში მდებარეობს, მასობრივი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 10 კი - დაშავდა.