საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაზარალებული 24 წლის ბიჭი სტაბილურად მძიმედაა, ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - Palitra News

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაზარალებული 24 წლის ბიჭი სტაბილურად მძიმედაა, ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

2023-01-23 11:00:01+04:00

საგარეჯოს მრავალპროფილური კლინიკის ექიმის ცნობით, საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კიდევ ორ დაჭრილს, ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

20 იანვარს საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა,მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.