ბრაზილია და პორტუგალია შესაძლოა ერთობლივ ვალუტაზე შეთანხმდნენ - Palitra News

ბრაზილია და პორტუგალია შესაძლოა ერთობლივ ვალუტაზე შეთანხმდნენ

2023-01-23 12:22:03+04:00

ბრაზილია და პორტუგალია შესაძლოა ერთობლივ ვალუტაზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაა. ბრაზილიისა და პორტუგალიისპრეზიდენტების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონული ინტეგრაციის გასაძლიერებლად ორი ქვეყნის თანამშრომლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მათივე განცხადებით, იგეგმება ბირჟებზე არსებული ბარიერების გადალახვა, რაც წესების გამარტივებას და ადგილობრივი ვალუტის წახალისებას გულისხმობს.