თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა - Palitra News

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

2023-01-23 13:08:04+04:00

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობას გამზირის რეაბილიტაცია თავდაპირველ ტენდერთან შედარებით 10 მილიონ 270 ათასი ლარით გაუძვირდა. ახალი ტენდერების მიხედვით, წერეთლის გამზირის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები 3 ეტაპად ჩატარდება, შესაბამისად, მთლიანი გამზირის რეაბილიტაციაზეც 3 ტენდერია გამოცხადებული.

ცნობისათვის, თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო შესყიდვა თავდაპირველად 2023 წლის იანვარს გამოაცხადა. თუმცა აღნიშნული ტენდერები არ შედგა.