საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება - გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 1%-ით გაიზარდა და ერთ ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა - Palitra News

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება - გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 1%-ით გაიზარდა და ერთ ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა

2023-01-23 13:08:39+04:00

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება - გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 1%-ით გაიზარდა და ერთ ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა, რაც მიმდინარე წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ფასი 7%-ითაა გაზრდილი და 23,000 დოლარს აღწევს. კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი 440 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 1,650 დოლარამდეა გაზრდილი; კაპიტალიზაცია კი 200 მილიარდ დოლარს აღწევს. მკვეთრადაა გაძვირებული სხვა მსხვილი კრიპტოაქტივებიც.