ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისში საცხოვრებლად გადმოსული პირის წინააღმდეგ საქმე აღძრეს - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისში საცხოვრებლად გადმოსული პირის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

2023-01-23 15:55:38+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისში საცხოვრებლად გადმოსული პირის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ე.წ ხელისუფლება რუსლან გამისონიას ე.წ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასა და აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მოწოდებებს ედავება. ე.წ. პროკურატურის მტკიცებით, გამისონია სოციალურ ქსელში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლას ითხოვდა.