გიორგი მუმლაძე პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს დებატებში იწვევს - Palitra News

გიორგი მუმლაძე პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს დებატებში იწვევს

2023-01-23 16:54:00+04:00

ჩემი ოპონენტები ძირითადად დაკავებულები არიან ერთმანეთზე რაღაცების დაბრალებით და სამწუხაროდ, ნაკლებს ლაპარაკობენ გეგმებზე და ხედვებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

როგორც მუმლაძე აღნიშნავს, ის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს დებატებში იწვევს იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".