თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

2023-01-24 09:18:47+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ადვოკატი ამბობს, რომ აქამდე დაკითხულმა მოწმეებმა - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაული ვერ დაამტკიცეს. პროკურატურა ორივე მათგანს საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.