ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილო ტიმოშენკო პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილო ტიმოშენკო პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

2023-01-24 11:03:26+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„წარდგენილი განცხადების შესაბამისად, კირილო ტიმოშენკო გათავისუფლდეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.