ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ტინი კოქსი მეორე ვადით აირჩიეს - Palitra News

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ტინი კოქსი მეორე ვადით აირჩიეს

2023-01-24 12:56:15+04:00

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ტინი კოქსი აირჩიეს. თანამდებობაზე კენჭს უკრაინის წარმომადგენელი ოლექსანდრ მერეჟკოც იყრიდა, თუმცა საქართველოს დელეგაციამ მხარი ტინი კოქსს დაუჭირა. ქართული ოცნების განმარტებით, მერეჟკოს მხარს არ უჭერდნენ, რადგან ის იმ რეზოლუციის მიღებაში იყო ჩართული, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული.