საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს - Palitra News

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს

2023-01-24 15:58:51+04:00

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს. ხუთი გარდაცვლილიდან ერთი პოლიციის თანამშრომელი, ოთარ ღვინაშვილია. ის სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს. ზაქრო მათიაშვილი და დავით ნასრაძე, საგარეჯოში, ხოლო ნოდო რჩეულიშვილი თბილისში. მეხუთე გარდაცვლილს, ზაზა ჩიხლაძეს, სოფელ ჩაილურში, ხუთშაბათს გადაასვენებენ. დაკრძალვის პარალელურად, საგარეჯოს ცენტრში, მოსახლეობაც შეიკრიბა, რომლებიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადეს