უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს - დიმიტრი პესკოვი - Palitra News

უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს - დიმიტრი პესკოვი

2023-01-24 16:53:50+04:00

„ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის მიწოდება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს არ წაადგება და მათ მომავალ განვითარებაზე აუცილებლად იმოქმედებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი გადაზიდვები არ არის კარგი მომავალი ურთიერთობებისთვის. ისინი, უდავოდ, დატოვებენ გარდაუვალ კვალს ამ ურთიერთობების მომავალზე", - განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ განვითარდება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები, თუ ბერლინმა „ლეოპარდის“ ტანკების კიევში გაგზავნა დაამტკიცა.

პესკოვის თქმით, რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები ისედაც საკმაოდ დაბალ დონეზეა.