რა შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროას" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ დაანონსებულ 24-ი თებერვლის აქციას - Palitra News

რა შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროას" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ დაანონსებულ 24-ი თებერვლის აქციას

2023-01-24 19:54:48+04:00

სტრატეგია აღმაშენებლის, დროას და გირჩი - მეტი თავისუფლების მიერ დაანონსებულ 24-ი თებერვლის აქციას, დღეს დილიდან პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. დაანონსებულმა აქციამ ოპოზიცია ორ ნაწილად გაყო. ზოგიერთი მათგანი იდეას მიესალმება ზოგი კი ამბობს რომ პოლიტიკოსებმა ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა, თუ რატომ გამოჰყავთ საზოგადოება ქუჩაში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამბობენ რომ ცხელი გაზაფხულის დაანონსება წარუმატებელი იქნება.