ნეპალში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - Palitra News

ნეპალში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2023-01-24 20:12:45+04:00

ნეპალში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ბიძგები ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელშიც კი იგრძნობოდა. Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ნეპალის დედაქალაქ კატმანუიდან 300 კილომეტრის მოშორებით, 25 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.