ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის განმავლობაში შვიდი კომერციული ბანკი დააჯარიმა, 2023 წლის დასაწყისში კი - 1 ბანკი - Palitra News

ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის განმავლობაში შვიდი კომერციული ბანკი დააჯარიმა, 2023 წლის დასაწყისში კი - 1 ბანკი

2023-01-25 13:11:48+04:00

ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის განმავლობაში შვიდი კომერციული ბანკი დააჯარიმა. 2023 წლის დასაწყისში კი - 1 ბანკი. გასული წლის საერთო ჯამში გამოწერილი ჯარიმების მოცულობა მილიონ 150 ათას ლარს აღწევს. წელს დაჯარიმებული „ტერაბანკის" ჯარიმის მოცულობა 41 000 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, "ტერაბანკის“ დაჯარიმების მიზეზი არის, შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარდგენის 4 შემთხვევა; „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა 1 კლიენტთან მიმართებით.

რაც შეეხება 2022 წელს დაჯარიმებული ბანკებს, ესენია თიბისი ბანკი, ვითიბი, პაშა ბანკი, სილქ როუდ ბანკი, პროკრედიტი და ზირაათ ბანკი