გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს, რადგან ისინი კონფლიქტშია წამლებთან, რასაც სხვა დაავადებებისთვის აძლევენ - Palitra News

გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს, რადგან ისინი კონფლიქტშია წამლებთან, რასაც სხვა დაავადებებისთვის აძლევენ

2023-01-25 15:18:18+04:00

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გიული ალასანიამ მოინახულა. მისი განმარტებით, სააკაშვილი სხვაა დაავადებების გამო კოვიდის სააწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვისგან დაინფიცირდა ექსპრეზიდენტი. პარალელურად, კლინიკა ვივამედის კლინიკური დირექტორის განცხადებით ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და ექსპეზიდენტი სამდიცინო კონსილიუმის გადაწყვტილებით პალატაში განაგრძობს მკურნალობას.