საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ - Palitra News

საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ

2023-01-25 19:45:09+04:00

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო უწყებაში დაიბარეს. კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას ნახევარი საათის განმავლობაში მართავდა, თუმცა მან შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. დარჩიაშვილის უწყების განცხადებით, შეხვედრაზე დაფიქსირდა შეშფოთება იმ განცხადების გამო, რომელიც კასიანოვმა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გააკეთა. დღესვე კასიანოვი პარტია ლელოშიც იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი განცხადება უკრაინელების ევაკუაციის შესახებ კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.