პაატა მანჯგალაძე ხაბეიშვილის განცხადებაზე - ძალიან მომწონს ტარიელი ქაჯეთის ციხეში რომ შევარდება და ნესტან-დარეჯანს გამოიხსნის, მაგრამ ამ რეალობის 21-ე საუკუნეში გაცოცხლება ნაკლებად წარმომიდგენია - Palitra News

პაატა მანჯგალაძე ხაბეიშვილის განცხადებაზე - ძალიან მომწონს ტარიელი ქაჯეთის ციხეში რომ შევარდება და ნესტან-დარეჯანს გამოიხსნის, მაგრამ ამ რეალობის 21-ე საუკუნეში გაცოცხლება ნაკლებად წარმომიდგენია

2023-01-25 20:13:17+04:00

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აანონსებს რომ თუ საჭირო გახდება მიხეილ სააკაშვილს ციხიდან ფიზიკურად გამოიხსნიან. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. ხაბეიშვილის ხმაურიანი განცხადება მმართველ გუნდში ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველების გულის მოგების მცდელობად აღიქვეს. ამბობენ რომ ხაბეიშვილის მიზანი რევოლუციური სცენარის განვითარებაა, თუმცა მას და მის გუნდს ამის რესურსი არ გააჩნია. ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების უკან რევოლუციურ სცენარს ვერ ხედავს ოპოზიცია, თუმცა ფიქრობენ რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებული გაურკვევლობა, საერთო ოპოზიციურ მიზანს აზიანებს.