საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომელიც კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან ევაკუაციას ეხება, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის საქართველოში შემოსვლა საფრთხის შემცველია არამხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც. ა
კაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ უნდა გაანალიზოს არსებული საფრთხე და უზრუნველყოს დღის წესრიგის დაცვა ქვეყანაში.