უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა - Palitra News

უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა

2023-01-26 09:10:02+04:00

უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ, ადგილობრივი დროით 21:30 საათიდან საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე ოლქში გამოცხადდა, მათ შორის მიკოლაივის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ოდესის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის ოლქებში.

საჰაერო განგაში გამოცხადდა დედაქალაქ კიევშიც.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე აფეთქებების ხმების ისმოდა.

უკრაინული მედია იუწყება, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკის და მიკოლაივის ოლქებში Shahed-ის დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაგდეს.