გურამ კაკულია - მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია - Palitra News

გურამ კაკულია - მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია

2023-01-30 20:00:39+04:00

ძმები კაკულიების დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთმა ძმამ გურამ კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართა და განაცხადა რომ მათ კვარაცხელიას საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ და ეს მხოლოდ პროვოკაციაა. პროკურორის შემდგომ ბრალდებულმა, მედიასაც მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”. აღნიშნული მიმართვა ბრალდებულმა გურამ კაკულიამ მაშინ გააკეთა, როდესაც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა, ბოლოს კი, ბრალდებულებს მიმართა.