მთავრობამ გადაწყვიტა ყბადაღებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რომლითაც თავის დროზე, ჯერ კიდევ 2015 წელს, თითქოსდა ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირებულიყო და ბიუჯეტს სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მეტი თანხა დარჩენოდა, ახლა ბიზნესზე მოსინჯოს. ბიზნესისთვის განკუთვნილი ქამარი კი როგორც ჩანს უფრო მჭიდროდ მოუჭერს, რადგან მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ კეძო სექტორს მადა ჭამაში მოუვიდა და კოლოსალურ მოგებაზე მუშაობენ, რაც მოსახლეობის ჯიბეს გაზრდილი ფასებით მძიმე ტვირთად აწვება.
პრემიერის ყურადღების არეალში ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების გარდა ნავთობპროდუქტების ფასებიც მოხვდა, რის გამოც მალე ნავთობიმპორტიორებს მინისტრები დაიბარებენ და ქამრებს გადასცემენ.
თემაზე სასაუბროდ გადაცემა "საქმის" სტუმარია დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია