მარტვილის მუნიციპალიტეტში შვილმა დედა მოკლა - Palitra News

მარტვილის მუნიციპალიტეტში შვილმა დედა მოკლა

2023-03-11 21:06:59+04:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა.

როგორც “ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს , მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დაკავებულია შუახნის მამაკაცი.