"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები სტრასბურგში მიემგზავრებიან. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტნიორებთან შეხვედრებზე პოლიტპატიმრების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ და საერთაშორისო საზოგადოებას სააკაშვილის საკითხის მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ. ხაბეიშვილის თქმითვე, აუცილებელია პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შეფასების უფლება დროულად მიეცეს.