საქართველოს ყოფილი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მორიგი ხმაურიანი განცხადება - Palitra News

საქართველოს ყოფილი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მორიგი ხმაურიანი განცხადება

2023-03-12 16:08:56+04:00

საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მორიგი ხმაურიანი განცხადება. ყოფილმა ძალოვანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ, რისი მიზანიც მთავრობის შეცვლა იქნება. მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ, რუსეთზე გამარჯვება, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. მერაბიშვილის განცხადებას უკვე გამოეხმაურა მმართველი პარტია. ოცნებაში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება არის დასტური, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა. მერაბიშვილის განცხადების შინაარს იზიარებს თავად ნაციონალური მოძრაობა. ამბობენ, რომ პრორუსული ხელისუფლების შეცვლა ქართველი ხალხი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.