თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია - Palitra News

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია

2023-03-13 09:10:33+04:00

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კრიტიკულად მაღალია. თურქერთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავებულთა კი 115 000-ზე მეტი. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა.

თურქეთის პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში, მადლობა გადაუხადა ქვეყნებსაც, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს და აღნიშნა რომ თურქეთი მეგობარი ქვეყნების მხრიდან გაწეულ დახმარებას აფასებს.