უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - ბახმუტის გარშემო ვითარება რთულია, ოკუპანტები ქალაქის ცენტრისკენ წინსვლის მცდელობებს არ წყვეტენ - Palitra News

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - ბახმუტის გარშემო ვითარება რთულია, ოკუპანტები ქალაქის ცენტრისკენ წინსვლის მცდელობებს არ წყვეტენ

2023-03-13 12:16:11+04:00

ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. ფრონტის ხაზზე ვითარება მძიმეა. ოკუპანტები ქალაქ ბახმუტის მოპოვების მიზნით შეტევებს არ წყვეტენ.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ბახმუტში ვითარება დაძაბული და რთულია. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევების მოგერიებას საარტილერიო ცეცხლით, ტანკებისა და სხვა იარაღის მეშვეობით ახერხებენ.

სახმელეთო ჯარების მეთაურის განცხადებითვე, უკრაინელი ჯარისკაცები მძიმე ბრძოლების დროს მტერს მნიშვნელოვან ზარალსაც აყენებენ.