Freedom House-ის ანგარიშში საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული - Palitra News

Freedom House-ის ანგარიშში საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული

2023-03-13 12:57:32+04:00

"ფრიდომ ჰაუსმა" 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო დოკუმენტში ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული და თავისუფლების ინდექსით 100-დან 58 ქულა აქვს მინიჭებული. ქვეყანას პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით 40 დან 22 ქულა აქვს, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი 60-დან 36.