კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა ნახევრად წყალქვეშა გემზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკები აღმოაჩინა - Palitra News

კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა ნახევრად წყალქვეშა გემზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკები აღმოაჩინა

2023-03-13 15:30:03+04:00

კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა ნახევრად წყალქვეშა გემზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკები აღმოაჩინა. კოლუმბიის ოფიციალური უწყებების განცხადებით, გემის საშუალებით 3,6 ტონა კოკაინის გადატანა ხორციელდებოდა.

ნარკოტიკების გარდა გემზე, ორი ადამიანის ცხედარი და ასევე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი აღმოჩნდა.

საქმეზე კოლუმბიის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.