"ლაგუნა ვერესთან" ცათამბჯენების მშენებლობა გაურკვეველი დროით გადაიდო - Palitra News

"ლაგუნა ვერესთან" ცათამბჯენების მშენებლობა გაურკვეველი დროით გადაიდო

2023-03-13 16:05:41+04:00

თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფონდი „ქართუს“ პროექტი მერიამ დაახარვეზა. პროექტის ფარგლებში გმირთა მოედნის მიმდებარედ, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, 65-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმებოდა. მერიაში ამბობენ, კომპანია პროექტის და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარმოადგენს, ძველს კი მსვლელობა აღარ მიეცემა