მედია - სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას გამართავს - Palitra News

მედია - სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას გამართავს

2023-03-13 18:14:29+04:00

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სი ძინპინის მოსკოვში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გაიმართება.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტები პირველად ისაუბრებენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

შეგახსენებთ, მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სი ძინპინი მომავალ კვირას რუსეთში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

შეგახსენებთ, ჩინეთმა, თებერვალში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რომელსაც უკრაინასა და დასავლეთში სკეპტიციზმით შეხვდნენ.