გიორგი ვაშაძე - ირაკლი ღარიბაშვილი თავხედურად იხსენიებს ახალგაზრდებს და იმუქრება, მისი მუქარის არავის ეშინია - არც ერთ ახალგაზრდას ხელი არ დაადოთ! - Palitra News

გიორგი ვაშაძე - ირაკლი ღარიბაშვილი თავხედურად იხსენიებს ახალგაზრდებს და იმუქრება, მისი მუქარის არავის ეშინია - არც ერთ ახალგაზრდას ხელი არ დაადოთ!

2023-03-13 19:42:18+04:00

დღეს დილიდან პოლიტიკურ სპექტრში მთავარი განხილვის თემა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი ინტერვიუ გახდა, სადაც მან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ მთავრობის მეთაური არაადეკვატურ და ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, მმართველი პარტიის წევრები კი ეთანხმებიან ღარიბაშვილის ბრალდებებს და მიაჩნიათ,რომ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის განვითარება სურდა.