უკრაინის საელჩო - იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა - Palitra News

უკრაინის საელჩო - იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა

2023-03-13 20:10:12+04:00

საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იქ არ ეძებს მტერს, სადაც საჭიროა. უკრაინის საელჩო კატეგორიულად უარყოფს “ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“. განცხადებაში ნათქავმია, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.