რუსული მედია - საქართველოდან რუსეთში შემოსულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა - გასულ კვირაში ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა - Palitra News

რუსული მედია - საქართველოდან რუსეთში შემოსულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა - გასულ კვირაში ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

2023-03-13 21:01:01+04:00

ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შემოსული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. გასული კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის რეგიონის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რიცხვი გაიზარდა - 14 000-ზე მეტი ადამიანი“ , - განუცხადა ტომაევმა „რია ნოვოსტის“.

სააგენტო წერს, რომ ინფორმაცია რუსეთის შესასვლელებთან საცობების შესახებ გასულ კვირას საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე გაჩნდა.