მოსკოვი მზაობას აცხადებს, გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება, მაგრამ მხოლოდ 60 დღით - Palitra News

მოსკოვი მზაობას აცხადებს, გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება, მაგრამ მხოლოდ 60 დღით

2023-03-13 21:50:03+04:00

რუსეთის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მზადაა, გაახანგრძლივოს მარცვლეულის შეთანხმება, მაგრამ მხოლოდ 60 დღით.

აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციამ გაეროს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები დღეს ჟენევაში გამართა.

შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შემუშავდა. ის გასული წლის ნოემბერში გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მარტს იწურება.