პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს - Palitra News

პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს

2023-03-14 17:17:20+04:00

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა. დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

მანამდე პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.