ლევან ხაბეიშვილი - 9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე - ამასობაში დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი - 9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე - ამასობაში დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები

2023-03-15 09:09:07+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, აქციით მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ „საქართველოს ვერ გაარუსებენ“.

მისივე თქმით, ხელისუფლებას 9 აპრილამდე მისცემენ დროს, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ „იძულების წესით იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას“.