პროკურატურამ ბათუმში მომხდარი შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ე.წ. ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ე.წ. ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2023-03-15 09:09:34+04:00

საქართველოს პროკურატურა, ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი

მცირეწლოვანის ოჯახს.

პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ე.წ. გასაბერი ბატუტის კონსტრუქციის მოწყობის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დაცვაზე, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ ბატუტის მყარ ზედაპირზე არსებულ სამაგრებზე მიბმა, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევით განახორციელა.