ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, კახა ცერცვაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში "საქმიან ეზოში" მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო - Palitra News

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, კახა ცერცვაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში "საქმიან ეზოში" მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

2023-03-15 09:10:22+04:00

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, კახა ცერცვაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად "საქმიან ეზოში" მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, სადაც შესაძლებელია ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებული წესით მიღება.

ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 39 „საქმინი ეზო“. სააგენტო მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში, საშეშე მერქანის ტრანსპორტირების მომსახურებასაც სთავაზობს.