რუსებმა კურახოვო დაბომბეს, დაზიანდა 8 მაღალსართულიანი კორპუსი - Palitra News

რუსებმა კურახოვო დაბომბეს, დაზიანდა 8 მაღალსართულიანი კორპუსი

2023-03-15 10:56:00+04:00

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო დაბომბეს, რის შედეგადაც 8 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, - ინფორმაციასუკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსებმა კურახოვო არტილერიით დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დაზიანებულია 8 მაღალსართულიანი კორპუსი და სატრანსფორმატორო ქვესადგური", - წერს კირილენკო “ტელეგრამში“.

მისი ინფორმაციით, საარტილერიო დაბომბვის შედეგად 1 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.